დეტერგენტი - Triton™ X-114 Surfact-Amps™
აღწერა:
Thermo Scientific Triton X-114 Surfact-Amps დეტერგენტი სტაბილიზებულია 10% (w/v) ხსნარის სახით, მაღალი სისუფთავის Triton™ X-114 დეტერგენტის სახით. ხელმისაწვდომია მინის ამპულებში და დაცულია პეროქსიდების და დეგრადაციის პროდუქტების აკუმულაციისგან.
Triton X-114 Surfact-Amps დეტერგენტის მახასიათებლები:
- Triton X-100 - არაიონური დეტერგენტი, გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ცილების კვლევის მეთოდებში;
- სიზუსტე - მაქსიმალური სიზუსტე, დეტერგენტების უმაღლესი სისუფთავის 10%-იანი წყალხსნარი;
- სიმარტივე - რეაგენტის გახნა და განზავება მარტივია;
- მაქსიმალური სისუფთავე - 1.0µeq/mL -ზე ნაკლები პეროქსიდები და კარბონილები;
- სტაბილურობა - რეაგენტების შეფუთვა ხორციელდება მინის ამპულებში ან HDPE ბოთლებში ინერტული აზოტის გაზის თანხლებით.
Triton X-114 Surfact-Amps დეტერგენტის სპეციფიკაციები:
- ვიზუალურად: ოდნავ შემღვრეული უფერო ხსნარი, მყარი ნაწილაკებისაგან თავისუფალი; შეიძლება წარმოიქმნას შრეები.
- კონცენტრაცია : 10.0±1.0%
- ოქსიდანტები : ≤1.0µeq/mL
- კარბონილები : ≤1.0µeq/mL
Triton X-114 თვისებები:
- მოლეკულური მასა: 537g
- დეტერგენტის კლასი: არაიონური პოლიოქსიეთლენი სურფაქტანტი
- აგრეგაციის რაოდენობა: უცნობია
- მიცელების მოლეკულური მასა: უცნობია
- მიცელების კრიტიკული კონცენტრაცია (CMC): 0.21 mM (0.0113%, w/v)
- ღრუბლის წარმოქმნის ტემპერატურა: 23°C
- დიალიზირებადი: არა
Triton X-114 ყველაზე ხშირად გამოიყენება როგორც უჯრედების ლიზისის ბუფერის კომპონენტი.
- გარკვეულ პირობებში, აღნიშნული დეტერგენტი ფაზურად გამოყოფს წყლოვან ხსნარებს და შესაბამისად გამოიყენება ჰიდროფილური და ჰიდროფობური (მემბრანული) ცილების გამოსაყოფად.
- მინის ამპულების უსაფრთხოდ გასახსნელად რეკომენდირებულია შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენება (Ampule Breakers).
ასოცირებული პროდუქცია
Surfact-Amps™ Detergent Sampler
ფორმა: |
სითხე |
პროდუქტის ხაზი: |
Surfact-Amps™, Triton™ |
პროდუქტის ზომა: |
6 x 10 mL |
რეაგენტის ტიპი: |
დეტერგენტის ხსნარი |